22 ივლისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, თსუ II კორპუსის 223 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი.
მოხსენების თემა: "კოსმოლოგიური სივრცის არეკვლები და გრავიტაციული ველით ინდუცირებული კირალური კონდენსატი "
მომხსენებელი: გიორგი ტუხაშვილი, პრინსტონის უნივერსიტეტი
ფერმიონულ, ნამბუ-იონა-ლასინიო ტიპის, კირალურ კონდენსატს შეუძლია შექმნას კოსმოლოგიურად არეკვლადი სამყარო -- სივრცის შეკუმშვის გლუვი გადასვლა სივრცის გაფართოებაში. კონდენსატს აჩენს გრავიტაციული ურთიერთქმედებები ეფექტურ ქმედებაში, რომელიც მნიშვნელოვანი ხდება "მაღალი" სივრცე-დროის სიმრუდის პირობებში. რადგან კირალური კონდენსატი ვაკუუმური ეფექტია, აღწერილი მექანიზმი ინახავს FRW სივრცის სიმეტრიებს.
დაფუძნებულია სტატიებზე:
1. Phys. Rev. Lett. 131, 091001 (2023) პოლ შტაინჰარტთან ერთად.
2. Phys. Rev. D 109, 043536 (2024)